ბლოგი

თანამედროვე სამზარეულო, კოლექცია Clover

ბედნიერება, ეს პატარა სახლია დიდი სამზარეულოთი – ალფრედ ჰიჩკოკი

ვერონაში, წლების წინ როდესაც დავიწყეთ სამზარეულოს ავეჯის მწარმოებელი პარტნიორი კომპანიების შერჩევა, ბევრი არ გვიფიქრია. Lube სამზარეულოების მწარმოებელი N1 იტალიური კომპანიაა, რომელიც გამოირჩევა ინოვაციური ხედვით, უმაღლესი ხარისხით, ეკოლოგიურად სუფთა მასალითა და ავთენტური დიზაინით.

Lube აკმაყოფილებს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებლის მოთხოვნილებებს და აწარმოებს, როგორ თანამედროვე ასევე კლასიკურ და ანტიკურ სტილში დამზადებულ სამზარეულოს ავეჯს. დღეს ყურადღებას გავამახვილებთ მოდერნისტულ სტილზე და კოლექციაზე Clover.

კოლექცია Clover, მოდელი Bridge 03

ავთენტური და ნატურალური ფერები, ფორმის ათასობით ვარიანტი – დაწყებული მართკუთხა მინიმალისტურიდან, დამთავრებული ტრენდული, ეკლექტური, მომრგვალებულით. Clover არის სამზარეულო, რომელიც მინიმალისტური თუ ლაქშერი ინტერიერის დიზაინში ერთნაირად ჰარმონიულად ჯდება.

კოლექციის თითოეული მოდელი გამორჩეული და ინდივიდუალურია, ხოლო უნიკალურს ხდით თქვენ, რადგან თქვენ ირჩევთ მასალას, ფერს, დეტალებს, ფორმას და აშ.

მასალად გამოიყენება მასიური მუხა, მდფ, ჰდფ, კერამო-გრანიტი, მინა, ალუმინი. Lube-ში ხის დამუშავების დიდი ტრადიციაა. უახლესი ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვითა და იტალიური ტრადიციული კრაფტით მიიღწევა საუკეთესო შედეგი. ავეჯის თითოეული დეტალი სიმეტრიული და იდეალურია.

თქვენი გემოვნების და ინტერიერის მიხედვით ირჩევთ ფერს. არჩევანი უდიდესია: ნატურალურის ხის ფაქტურა, შოვებიანი, ბრაშირებული, სპეციალური დეკორებითა და ვინტაჟური თუ მეტალის ეფექტებით.

თქვენს მიერვე ხდება ყველა დეტალისა და აქსესუარის შერჩევა, დაწყებული სახელურებიდან დამთავრებული განათებით.

სამზარეულოს ზედაპირად გამოიყენება ლამინატი, კვარცი, კერამო-გრანიტი, მარმარილო, უჟანგავი ფოლადი და მინა.

Lube-ს სამზარეულოებზე მოკლე ინფორმაციას დავასრულებთ მისი პროდუქციის ეკოლოგიურობაზე საუბარით. Clover  შეესაბამება არა მხოლოდ ევროპულ E1 სტანდარტებს, ამერიკულ EPA და F სტანდარტებს, ასევე ყველაზე მკაცრ იაპონურ JIS სტანდარტებს.

Clover – შექმენით თქვენი ოცნების სამზარეულო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *