ელეგანტური და კლასიკური, ტენდენციური და მოდური, თანამედროვე და მინიმალისტური – ეს ყველაფერი მარტივად გავაერთიანეთ ერთ სიტყვაში – უნიკალური.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვერონას ავეჯის სამყაროში.

ჩვენი ამბავი 2013 წელს იწყება, როდესაც ავეჯის სფეროში თხუთმეტწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებმა გადაწყვიტეს დაეარსებინათ ავეჯის სახლი, სადაც ქართველი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომ ფასად ერთ სივრცეში იქნებოდა თავმოყრილი ყველა ის პრემიუმ კლასის იტალიური ავეჯი, რაც საჭიროა სახლის, ოფისისა თუ სასტუმროს მოსაწყობად. წლების განმავლობაში ჩვენ ვესწრებოდით ყველა მნიშვნელოვან გამოფენას, ქართულ ბაზარზე შემოგვიყვანეთ მსოფლიოში ცნობილი იტალიური ბრენდები და ვანახლებდით თქვენთვის მზრუნველობით შერჩეულ დიზაინერულ კოლექციებს. შედეგად, დღეს ვერონას შოურუმში წარმოდგენილია იტალიური ხარისხის მისაღები ოთახის გარნიტურები, საძინებლები, რბილი ავეჯი, სამზარეულოები, გარე ავეჯი, სანათები და სხვა ნივთები, რომლებიც ხაზს უსვავს თქვენს ინდივიდუალურობასა და გიქმნით უსაზღვრო კომფორტის განცდას.

Made in Italy

იტალიური კრაფტი, ისტორია, დიზაინი და ხარისხი – ეს საუკეთესო რეცეპტია, რეცეპტთა შორის. არ არსებობს უფრო დახვეწილი, მოდური და ტრენდული ავეჯი, ვიდრე იტალიური

Design can change our life

დიზაინს შეუძლია ყველაფერი შეცვალოს. თანამედროვე სამყაროში ოფისები ემსგავსება მყუდრო ბინებს, ხოლო სახლები იძენენ ოფისის ფუნქციას. ბუნებასთან სიახლოვის მოთხოვნილებამ წაშალა ზღვარი ინტერიერისა და ექსტერიერის ავეჯს შორის. თვითონ ოთახებიც გახდა მულტიფუნქციური და ავეჯი მოდულარული.  რაც არ იცვლება, არის მოთხოვნა დიზაინზე, რომელიც თავს გვაგრძნობინებს კომფორტულად, როგორც საკუთარ მყუდრო სახლში ასევე ოფისში.